ირაკლი ზარქუა – 2024 წლის მეორე ნახევარი და 2025 წელი ლიბერალური ფაშიზმის დამარცხების წელია – ნახეთ, როგორ სამარცხვინოდ დამარცხდნენ მმართველი პარტიები ცენტრალური ევროპის ქვეყნებში!

2024 წლის მეორე ნახევარი და 2025 წელი ლიბერალური ფაშიზმის დამარცხების წელია – ნახეთ, როგორ სამარცხვინოდ დამარცხდნენ მმართველი პარტიები ცენტრალური ევროპის ქვეყნებში! ჩვენ მორალს ის ლიდერები გვიკითხავენ, რომელთაც თურმე თავიანთი მოსახლეობა მხარს არ უჭერს და ლეგიტიმაცია არა აქვთ, – ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან მმართველი პარტიის დეპუტატმა მ განაცხადა.
ზარქუას თქმით, “საქართველოში ეს ყველაფერი დასრულდა”.
“ჩვენ გვიკითხავენ მორალს, ქვეყანა როგორ ვმართოთ, თურმე პრობლემა საკუთარ ქვეყანაში ჰქონიათ, თავიანთი მოსახლეობა არ ენდობათ – ეს იქნება გერმანია, ბელგია თუ საფრანგეთი. ლეგიტიმაციის პრობლემა საკუთარ ქვეყანაში აქვთ და ჭკუას გვასწავლიან. თურმე ეროვნული ღირსება და ეროვნული ინტერესები უკან უნდა მოიტოვო და ვიღაცების დადგენილ რაღაც წესებს ან ინტერესებს ემსახურო.
ეს დასრულდა, ერი და ბერი გაერთიანებული ვართ – 26 ოქტომბერს ქართული სახელმწიფო გაიმარჯვებს და ამისთვის ვემზადებით!” – განაცხადა ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – პრინციპული და საკვანძო მნიშვნელობისაა, მივიდეთ 26 ოქტომბერს არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ ქვეყნის ღირსეულ მომავალს, მშვიდობის შენარჩუნებას და კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებას

ირაკლი კობახიძე – თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ინვესტიციები ჩაიდება ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში – მომდევნო წლებიში 1000-ზე მეტი სამხედრო დაკმაყოფილდება ბინებით