ყველაზე მასშტაბური ღონისძიება – რას აანონსებს წალენჯიხის მერია?

წალენჯიხის მერია წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარის 1000 წლის იუბილეს აღნიშნავს. წალენჯიხის არსებობის მანძილზე ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, რომელიც საქართველოს მოსახლეობა გააცნობს წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძრის ისტორიას, წარსულს და საუბარი იქნება ასევე ტაძრის აწმყოსა და მომავალზე.
იდეის ავტორი წალენჯიხის მერი, გიორგი ხარჩილვაა. როგორც თავად ამბობს, იდეა კერ კიდევ 2009 წელს დაიბადა და პირველი, ვისაც ეს უამბო, იყო ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე. იმ დროისათვის, გარკვეულ მიზეზთა გამო, ღონისძიების დაგეგმვა ვერ მოხერხდა.
იდეის დაბადებიდან 15 წლის შემდეგ, 19 აგვისტოს, მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულზე, წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარის 1000 წლის იუბილე გაიმართება. 15 წლის შემდეგაც იდეის ავტორმა მეუფე გერასიმესაგან ლოცვა-კურთხევა მიიღო. შეხვედრას წალენჯიხს მერი, გიორგი ხარჩილავა, წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია,
წალენჯიხის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ლაშა ზარქუა და დეკანოზი ილია სარია ესწრებოდნენ.
პროექტი მიზნად ისახავს წალენჯიხის ეკლესიის, ქართული ისტორიისა და ხელოვნების, გლობალური მასშტაბით პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლებას.
კვირეულის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექციები, პრეზენტაციები. გამოიცემა წიგნი, რომელიც მოგვითხრობს წალენჯიხის საკათედრო ტაძრის ისტორიას. მაღალი ხარისხის ილუსტრაციებით და მომზადდება სამეცნიერო, თუ შემოქმედებითი სტატიები.
საზოგადოების ყველა სფერო გაერთიანდება, რათა წალენჯიხის მაცხოვრის ტაძარი მთელი სიცხადითა და მომხიბვლელობით წარმოჩნდეს და კიდევ ერთხელ განისაზღვროს მისი მნიშვნელობა და განსაკუთრებული ადგილი საქართველოს ისტორიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – პრინციპული და საკვანძო მნიშვნელობისაა, მივიდეთ 26 ოქტომბერს არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ ქვეყნის ღირსეულ მომავალს, მშვიდობის შენარჩუნებას და კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებას

ირაკლი კობახიძე – თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ინვესტიციები ჩაიდება ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში – მომდევნო წლებიში 1000-ზე მეტი სამხედრო დაკმაყოფილდება ბინებით