“საქართველოში ომის პარტია ქართული ოცნებაა” – ნიკა გვარამია

პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე, ეხმაურება ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციას, სადაც NATO აღარ იმეორებს პირობას საქართველოს ალიანსში მიღების შესახებ და კომუნიკეში ჩვენი ქვეყანა ერთხელაა ნახსენები.
“ნატოს ბოლო დეკლარაციით, მკაფიოდ ჩანს ვინ არის სინამდვილეში საქართველოში ომის პარტია, ეს არის ქართული ოცნება, იმიტომ, რომ იმ ქმედებებით, რომლებსაც მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ახორციელებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ, ცალკეული ქვეყნის და ასევე ევროატლანტიკური ბლოკის წინააღმდეგ, ქართული ოცნება გვტოვებს დაუცველს და პირისპირ რუსეთთან. რუსეთს ესმის ერთადერთი ენა, ეს არის ძლიერი მფარველის ენა, ჩვენ გვჭირდება ძლიერი მფარველი, რომ ომი არ იყოს და ომი არ იქნება, იმიტომ, რომ ასეთი მფარველი დასავლეთის სახით ჩვენ მაინც გვეყოლება, მთავარია ჩვენ ეს გადავწყვიტოთ 26 ოქტომბერს. არა – ქართულ ოცნებას, კი მშვიდობას. დიახ, 26 ოქტომბერს უნდა ვუთხრათ კი მშვიდობას რაც ავტომატურად ნიშნავს უარის თქმას ქართული ოცნებისთვის, კიდევ ერთხელ – მშვიდობა არის უსაფრთხოება, მშვიდობის გარანტი არის მხოლოდ უსაფრთხოება, რუსეთთან შეიძლება გაანეიტრალო საშიშროებები მხოლოდ უფრო ძლიერი პარტნიორის ყოლის შემთხვევაში. ქართული ოცნება ვერაფრის გარანტი ვერ იქნება, მითუმეტეს მშვიდობის, როდესაც საუბარი მიდის რუსეთზე, იმიტომ, რომ ერთი ერთზე რუსეთთან დარჩენა ნიშნავს უმძიმეს პრობლემებს მაშინ, როცა ეს უნდა რუსეთს”, – თქვა ნიკა გვარამიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ხმალაძე: პარლამენტს არ ჰქონდა უფლება კენჭი ეყარა უფლებამოსილების ცნობისთვის, ამას სხვა არაფერი ჰქვია თუ არა ხელისუფლების მიტაცება – ყველა შესაძლო მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული, რომ მას არ შერჩეს