„აირჩიე ევროპა“ – ახალი სამოქალაქო მოძრაობა დაფუძნდა

დღეს ახალი სამოქალაქო მოძრაობა დაფუძნდა, რომელიც სხვადასხვა სფეროს და პროფესიისწარმომადგენლებს აერთიანებს. მოძრაობას „აირჩიე ევროპა“ ჰქვია და როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, მისი მიზანია დაიცვას საქართველოს ევროპული მომავალი, დამოუკიდებლობა და თავისუფლება.
სამოქალაქო მოძრაობის თანადამფუძნებლები არიან: უსაფრთხოების ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე; თსუ-ს პროფესორი, პოლიტიკის ანალიტიკოსი, ლელა ჯეჯელავა; ექსპერტი გიორგი რუხაძე; პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა ძებისაშვილი; ბიზნესმენი ივა ჭყონია.
როგორც დაანონსდა, 18 ივლისიდან 26 ოქტომბრამდე ახალი ერთობა გაშლის კამპანიას – 100 დღე გამარჯვებამდე.