ბოლო 6 თვეში საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების 6,813 ნიმუშიდან უარყოფითად 331 შეფასდა

მიმდინარე წლის 6 თვეში, საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 146 დეგუსტაცია ჩატარდა, 6,813 ნიმუშიდან უარყოფითად 331 შეფასდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 2024 წლის 6 თვეში სახელმწიფო კონტროლი 55 კომპანიაში განხორციელდა, აღებული 523 ნიმუშიდან დარღვევა 3 კომპანიაში აღმოჩნდა. სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიების Bureau Veritas და SGS Georgia მიერ შემოწმებულ 63 კომპანიაში აღებული 202 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 2 კომპანიაში.
ამას გარდა, საანგარიშო პერიოდში, საექსპორტო დოკუმენტაციის მისაღებად სერტიფიცირებაზე შემოვიდა სულ 13,898 განაცხადი, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს წლის 6 თვის ანგარიშში.