იმის გამო, რომ სააკაშვილი რაღაცა მუხლით იხდის სასჯელს, სხვა პატიმარი რატომ უნდა დაზარალდეს? – იაგო ხვიჩია

“გირჩის” ლიდერი ამბობს, რომ ამნისტიის კანონპროექთან დაკავშირებით იმ მუხლებთან დაკავშირებითაც, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს ეხება, სხვა პატიმრებთან მიმართებით არათანასწორი მიდგომაა.
აქ არის ისეთი დათქმებიც, რომელსაც ვეთანხმებით და ვეცდებით ვიმუშაოთ ქოცებთან ერთად მის გაუმჯობესებაზე. რაც არ მოგვწონს, არის ის, რომ ამ კანონპროექტის განხილვა იწყება ახლა და მიღება სექტემბერში, როცა ათასი უაზრო კანონი დაჩქარებული წესით მიგვიღია. ახლა, როცა პატიმრებს ვეუბნებით, რომ ვათავისუფლებთ, მემგონი ეს დაუყოვნებლივ უნდა ვუთხრათ ეს და ეს არ უნდა გადავდოთ სექტემბრისკენ. ყველას გვესმის, რომ ციხეში დამნაშავეები სხედან და არა სტიქაროსნები და მათი დაყოფა, რომელი დამნაშავე მე მომეწონება და არ მომეწონება, ამის მიხედვით, ჩემი აზრით, სწორი არ არის და მიხეილ სააკაშვილს რაც ეხება იმ მუხლებთან დაკავშირებითაც არათანასწორი მიდგომაა სხვა პატიმრებთან მიმართებით. იმის გამო, რომ რაღაცა მუხლით იხდის სასჯელს, იმის გამო, მე რატომ უნდა დავზარალდე?”- ამბობს იაგო ხვიჩია.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – პრინციპული და საკვანძო მნიშვნელობისაა, მივიდეთ 26 ოქტომბერს არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ ქვეყნის ღირსეულ მომავალს, მშვიდობის შენარჩუნებას და კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებას