ბაია პატარაია – აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე დაგვიდასტურეს, რომ 30 ადამიანს უკვე ჩაბარდა დასანქცირების შესახებ შეტყობინება – პროცესი გრძელდება

ამერიკელებმა გვითხრეს, რომ ისინი ქართველი ხალხის მეგობრები არიან – ვუთხარით, რომ “ქართული ოცნება” ყველაფერს უარყოფს, რომ სანქციები არ არსებობს, ყველაფერი კარგად არის და ასეთი ტყუილებით არიან დაკავებულები, რაც გარკვეულწილად გაუკვირდათ, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ ჟურნალისტებთან -ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ანტიამერიკულ, ანტიევროპულ განცხადებებს საქართველოს მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები მოჰყვება, მაგრამ თუ საქართველო ისევ გააგრძელებს პროდასავლურ კურსს, შეჩერებული პროექტები აღდგება.
“ამერიკელებმა გვითხრეს, რომ ისინი არიან საქართველოს, განსაკუთრებით ქართველი ხალხის მეგობრები. სურთ პოზიტიური ურთიერთობა გაგრძელდეს. ასევე გვკითხეს, რას ფიქრობს ხალხი განცხადებებზე, “მეგობარ აქტზე”, იმ ნაბიჯებზე, რომელსაც ამერიკა და ევროკავშირი დგამს რუსული კანონის საპასუხოდ. ჩვენ ვუთხარით, რომ “ქართული ოცნება” ყველაფერს უარყოფს, ისინი ამბობენ, რომ სანქციები არ არსებობს, ყველაფერი კარგად არის და ასეთი ტყუილებით არიან დაკავებულები, რაც გარკვეულ წილად გაუკვირდათ მათ. თქვეს, რომ კიდევ ერთხელ და არაერთხელ გაიმეორებენ, რომ რუსულ კანონს, ანტიამერიკულ, ანტიევროპულ განცხადებებს საქართველოს მხრიდან და ნაბიჯებს შესაბამისი შემხვედრი ნაბიჯები მოჰყვება, მაგრამ თუ საქართველო ისევ გააგრძელებს პროდასავლურ კურსს, შეჩერებული პროექტები ცხადია გაგრძელდება.
რაც შეეხება ინდივიდუალურ სანქციებს, დაგვიდასტურეს, რომ როგორც ელჩმა განაცხადა, 30 ადამიანს უკვე ჩაბარდა [შეტყობინება], გრძელდება პროცესი მათ მიმართ, ვინც ჩართული იყო ადამიანის უფლების მასიურ დარღვევაში და რუსული კანონის მიღებაში. სხვა სიებიც განიხილება და სხვა ადამიანებიც მიიღებენ ინდივიდუალურ სანქციებს”, – აღნიშნა ბაია პატარაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს, კვლევისა და განვითარების კომპანიის სტატუსი და ისინი საგანგებო საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ

პრემიერი – ოპოზიციას უყვარს ხოლმე საუბარი – სად არის 2012 წელს დაპირებული 100 საწარმოო, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებით, 2012 წლიდან დღემდე შეიქმნა 700 ახალი საწარმო, ხოლო 800 გაფართოვდა და გადაიარაღდა

ირაკლი კობახიძე – მხოლოდ პოლიტიკა, თავისუფლება, მშვიდობა არ არის საკმარისი, რომ ეკონომიკა განვითარდეს, ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი – ინტელექტით რომ აიღოთ, მარტო ჩვენი ეკონომიკური გუნდი მთელ ოპოზიციას ერთად გადააჭარბებს

ირაკლი კობახიძე – შავი ზღვის გადამცემი კაბელი მოგვცემს საშუალებას, ინტერნეტი კიდევ უფრო სწრაფად დაუკავშირდეს ევროპულ ინფრასტრუქტურას და ასევე მოგვცემს ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობას