გიორგი გახარია – ნატო-ს ვაშინგტონის სამიტმა, პირველად 2008 წლის მერე, არ ახსენა საქართველო გაწევრიანების კონტექსტში – მმართველი პარტია პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის

ივანიშვილი და მისი პარტია წარმატებით აგრძელებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის, ისევე როგორც ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის და ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის მიზანმიმართულ განადგურებას,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
გახარიას თქმით, მმართველი პარტია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის „პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს“.
ამასთან, როგორც გახარია წერს, „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა ავტორიტარიზმისა და იზოლაციისკენ მიჰყავს“.
„ნატო-ს ვაშინგტონის სამიტმა, პირველად 2008 წლის მერე, არ ახსენა საქართველო გაწევრიანების კონტექსტში. ივანიშვილი და მისი პარტია წარმატებით აგრძელებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის, ისევე როგორც ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის და ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის მიზანმიმართულ განადგურებას. მმართველი პარტია პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. „ოცნების“ ხელისუფლება ემუქრება ჩვენს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დემოკრატიას და ევროპულ მომავალს. „ოცნებას“ ქვეყანა ავტორიტარიზმისა და იზოლაციისკენ მიჰყავს. საქართველომ უნდა დაამარცხოს ივანიშვილი, რათა შეძლოს დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, ნატო-ს ვაშინგტონის სამიტი გამოქვეყნებულ დეკლარაციაში რუსეთს მოუწოდებს, რომ მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან თავისი ძალები გაიყვანოს.
„ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ მათი თანხმობის გარეშეა განლაგებული“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში არ არის ჩანაწერი, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს, კვლევისა და განვითარების კომპანიის სტატუსი და ისინი საგანგებო საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ

პრემიერი – ოპოზიციას უყვარს ხოლმე საუბარი – სად არის 2012 წელს დაპირებული 100 საწარმოო, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებით, 2012 წლიდან დღემდე შეიქმნა 700 ახალი საწარმო, ხოლო 800 გაფართოვდა და გადაიარაღდა

ირაკლი კობახიძე – მხოლოდ პოლიტიკა, თავისუფლება, მშვიდობა არ არის საკმარისი, რომ ეკონომიკა განვითარდეს, ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი – ინტელექტით რომ აიღოთ, მარტო ჩვენი ეკონომიკური გუნდი მთელ ოპოზიციას ერთად გადააჭარბებს

ირაკლი კობახიძე – შავი ზღვის გადამცემი კაბელი მოგვცემს საშუალებას, ინტერნეტი კიდევ უფრო სწრაფად დაუკავშირდეს ევროპულ ინფრასტრუქტურას და ასევე მოგვცემს ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობას