ეს არ პასუხობს ჩვენს მოლოდინებს… გადავტვირთოთ… – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე -სა და ევროკავშირის გადაწყვეტილებას თავდაცვის სფეროში საქართველოსთვის თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე პასუხობს და ამბობს:
მინდა, გამოვეხმაურო აშშ-ის და ევროკავშირის გადაწყვეტილებას, თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება არის სამწუხარო, რამდენადაც ის არ პასუხობს ჩვენს მოლოდინებს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. გასული 4 წლის პოლიტიკური მოვლენების ფონზე, ამ ურთიერთობებს ნამდვილად სჭირდება გადატვირთვა, ამისთვის ქართული მხარე, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სახელმწიფო თავიდან ბოლომდე მზად არის და ვართ შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინში. ასეთი გადაწყვეტილებები კი არის კონტრპროდუქტიული ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით, თუმცა მე კვლავაც ვიტოვებ იმედს, რომ მომავალში გადაიდგმება პრაგმატული, რაციონალური, სწორი, სამართლიანი ნაბიჯები და სწორედ, ასეთი ნაბიჯები შეუწყობს ხელს ურთიერთობების გადატვირთვას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის, ჩვენ ვართ მზად ამისათვის,.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს