“მონსტრი”, “შესაჯანჯღარებელი” – დიმიტრი გაბუნია იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე და სასამართლოზე

“მონსტრი” – ასე მოიხსენიებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, დიმიტრი გაბუნია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და აცხადებს, რომ საბჭო კონკრეტულ საქმეებს მისთვის სასურველ მოსამართლეებს განსახილველად აწერს.
დიმიტრი გაბუნია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს კრიტიკული ხმის არ გაჟღერებაში ადანაშაულებს და დასძენს, რომ “ეს ადამიანები მოდუნებულები არიან“.
მე რომ ვყოფილიყავი მოსამართლე ამ განწყობით და ჩემი დამოკიდებულებით, კრიტიკული საქმე არ დამეწერებოდა. არის კრიტიკული და ჩვეულებრივი საქმეები. კრიტიკულ, დამოუკიდებელ მოსამართლეებს, როგორებიც დღესაც არიან სასამართლოში, ასეთი საქმე არ დაეწერებათ. სწორედ ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია და ეუთო/ოდირის დაჟინებული მოთხოვნაა, რომ საქმის ელექტრონული წარმოება იქნეს ჩამოცილებული იუსტიციის საბჭოდან. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როგორც მონსტრი, მისთვის სასურველ მოსამართლეებს, რომლებიც ჰყავთ დამორჩილებული და დამონებული, აწერენ კონკრეტულ საქმეებს. მათ ხელშია საქმეების ელექტრონული განაწილება. მე, როგორც მოსამართლეს, არ დამეწერებოდა ასეთი [კრიტიკული] საქმე, მაგრამ თუ დამეწერებოდა, მივიღებდი ობიექტურ გადაწყვეტილებას/ შეიძლება ცოტა აგრესიული და კრიტიკული ვიყო, მაგრამ კიდევ თავს ვიკავებ, უფრო მეტად აგრესიულები და კრიტიკულები უნდა ვიყოთ. ეს ადამიანები არიან მოდუნებულები, იქ ანა დოლიძის შემდეგ, კრიტიკული ხმა არ ჰყოლიათ. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსვენებას არ აძლევდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ხმა ჰქონდა. სულ საჯარო იყო შიდა პროცესები. მე ვიქნები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პირველი წევრი, ვინც გავასაჩივრებ ნებისმიერ ასეთ გადაწყვეტილებას [საქმეების განაწილებაზე]“,- განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი იმასაც ამბობს, რომ სასამართლო სისტემას გამოფხიზლება და “შეჯანჯღარება სჭირდება“.
თუ პრეზიდენტმა დამნიშნა, გავალ რეგიონებში, არ დავჯდები იუსტიციის საბჭოს შენობაში, რადგან სასამართლო სისტემის შეჯანჯღარებაა საჭირო. განსაკუთრებით გამოვყოფდი ს საქალაქო სასამართლოს. კოშმარია, როდესაც 4-5 წელი ელოდება ადამიანი დავას, თუნდაც სამემკვიდრეოს. მოსამართლეები, იმიტომ კი არა, რომ დრო არ ჰყოფნით, ადვოკატთანაც კი არ შედიან კომუნიკაციაში. პირველ რიგში, წავალ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში შემიძლია გამოვითხოვო საქმეები კონკრეტული მოსამართლეების, ვნახო როგორ და რა არის და დავსვა მათი დისციპლინური დევნის საკითხი – ვადების ნაწილში, ასევე, კომუნიკაცია არის ნული მოქალაქეებთან და ადვოკატებთან“,- განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.
ვინ გახდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი არამოსამართლე წევრი? დილიდან ყურადღების ცენტრშია ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაა. ს გადაწყვეტილებით, წელს პირველად საბჭოში მოხვედრის მსურველებს პრეზიდენტის მიერ შერჩეული კომისია გაესაუბრება. ახლა სწორედ ყოფილმა მოსამართლეებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ იმუშავებს საბჭოში. მსურველთა სიაში ხუთი კანდიდატია. გასაუბრება პირდაპირი სტრიმის საშუალებით გადაიცემა.
კომისია გასაუბრებას გამართავს:
· გიორგი ბურჯანაძესთან,
· დიმიტრი გაბუნიასთან,
· მანუჩარ კაკოჩაშვილთან,
· კახა წიქარიშვილთან
· თამარ ალფაიძესთან.

ასევე დაგაინტერესებთ