ჩიქოვანი NATO-ს დეკლარაციაზე: ვარ მათ რიცხვში, ვისაც ალიანსის გაფართოების სჯერა

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, NATO-ს ვაშინგტონის სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში საქართველოს თავისი ადგილი აქვს. მან თქვა, რომ 75-ე საიუბილეო სამიტის შემდეგ გამოქვეყნებული დოკუმენტი სხვა კომუნიკეებისგან “თავისი ფორმატით და შინაარსით” განსხვავდება.
“დოკუმენტში საქართველოს თავისი ადგილი აქვს. მნიშვნელოვანია, რომ არსებობს მკაფიო განაცხადი იმის თაობაზე, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და საქართველოს ტერიტორიებიდან უნდა იყოს გაყვანილი ს ფედერაციის სამხედრო ძალები.
რაც შეეხება გაფართოების პოლიტიკას, ამასთან დაკავშირებითაც არსებობს ჩანაწერი, შეიძლება, ბუქარესტის უშუალო აღნიშვნით არა, მაგრამ ნატო აღნიშნავს, რომ ყველა სახელმწიფო თვითონ არის თავისუფალი, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რომელ ალიანსში უნდა გაწევრიანდეს, შესაბამისად, ღია კარის პოლიტიკას უჭერს მხარს. ესეც ნახსენებია.
მეორე მხრივ, ის კონტექსტი, რომელიც გულისხმობს, რომ როგორც ალიანსის წევრების, ასევე ალიანსის უახლოესი პარტნიორების, ისეთის, როგორიც საქართველოა, როგორც ასპირანტი სახელმწიფო, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა ამ სახელმწიფოს ძალისხმევას, რათა საერთაშორისო უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ძალიან ბევრი მსხვერპლი გვაქვს ერთად გაღებული…
მე ვარ იმ ადამიანების რიცხვში, რომელსაც სჯერა, რომ ნატო გაფართოვდება. ჩანაწერი, რომელიც არის კომუნიკეშიც, ჩანაწერი, რომელიც არაერთხელ ყოფილა აქამდე, ჩანაწერი, რომელიც არის საქართველოს კონსტიტუციაში, ეს ყველაფერი თავის დროზე იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
NATO-ს ვაშინგტონის სამიტის ფარგლებში გამოქვეყნდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დეკლარაცია, რომელშიც საქართველოს შესახებ საუბარი მხოლოდ ერთ მონაკვეთშია და ქვეყანა ერთხელაა მოხსენიებული.
“არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, მათ შორის ს, უკანანო ანექსიას. ასევე რუსეთს მოვუწოდებთ, გაიყვანოს მთელი თავისი უნებართვოდ მყოფი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან.” – წერია დეკლარაციაში.
შარშან ბრიუსელის სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში საქართველოსთვის გამოყოფილი იყო მთლიანი პუნქტი და გამოთქმული იყო სრული მხარდაჭერა. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ მაგალითისთვის, 2022 წლის მადრიდის სამიტის დეკლარაციაში საქართველო მხოლოდ ორჯერ იყო ნახსენები.
ამასთან, 2008 წელს NATO-ს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში პირველად ჩაიწერა, რომ საქართველო მომავალში გახდება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი.