ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ჯონ ბასს შეხვდა

ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი -ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ჯონ ბასს შეხვდა.
აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.
საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, შეხვედრის დროს მან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ერთგულება ევროკავშირისა და ევროატლანტიკური მომავლის მიმართ.
„ძალიან საინტერესო აზრთა მიმოცვლა მქონდა ჯონ ბასთან. ვინაიდან ჩვენს ქვეყნებს საერთო ღირებულებები და პრინციპები აქვთ, მე ხაზი გავუსვი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება ევროკავშირისა და ევროატლანტიკური მომავლის მიმართ და გამოვთქვი მზადყოფნა ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების შემდგომი გაძლიერებისთვის“, – წერს დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.

ასევე დაგაინტერესებთ