ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერსა და სენატის დელაგაციას შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი -ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერსა და სენატის დელაგაციას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ვაშინგტონში, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, მაიკ ჯონსონთან შეხვედრის მთავარი თემა უკრაინულ-ამერიკული თანამშრომლობის გაძლიერება იყო.
მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკი სენატში „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის ჩაკ შუმერისა და „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის მიჩ მაკკონელის ხელმძღვანელობით, ამერიკელი სენატორების დელეგაციას შეხვდა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სენატორებთან ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და აშშ-ის მიერ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის საკითხი განიხილა.
„მადლობა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, კონგრესის ორივე პალატას, ორივე პარტიასა და ამერიკელ ხალხს უკრაინის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ