ლარის კურსთან დაკავშირებით გვქონდა მოკლევადიანი რყევა, რაზეც ოპოზიცია დიდ იმედებს ამყარებდა

ლარის კურსთან დაკავშირებით გვქონდა მოკლევადიანი რყევა, რაზეც ოპოზიცია დიდ იმედებს ამყარებდა
სწრაფი ეკონომიკური ზრდის, ასევე ეფექტიანი მართვის პოლიტიკის წყალობით, ლარის კურსი ძალიან მალე დაუბრუნდა პირვანდელ ნიშნულს, ამისთვის განსაკუთრებით მადლობა საქართველოს ეროვნულ ბანკს და ნათია თურნავას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ვალუტის სტაბილურობა.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვქონდა მოკლევადიანი რყევა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რაზეც ჩვენი ოპოზიცია დიდ იმედებს ამყარებდა, თუმცა სწრაფი ეკონომიკური ზრდის წყალობით, ასევე ეფექტიანი მართვის პოლიტიკის წყალობით, ლარის კურსი ძალიან მალე დაუბრუნდა პრაქტიკულად პირვანდელ ნიშნულს, ამისთვის განსაკუთრებით მადლობა მინდა, გადავუხადო საქართველოს ეროვნულ ბანკს, პირადად ნათია თურნავას, რომელმაც ეფექტიანად მართა ეს პროცესი და საბოლოო ჯამში უზრუნველყო ეროვნული ვალუტის სტაბილურობა.
ყველას გახსოვთ, როგორ ცდილობდნენ თავის დროზე ოპოზიცია და მათი მფარველები, მეგობრები საქართველოს ეროვნული ბანკის დაკომპლექტებას საკუთარი კადრებით. არც მინდა წარმოვიდგინო, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ დღეს ეროვნული ბანკი იქნებოდა დაკომპლექტებული სწორედ ოპოზიციის კადრებით. ჩვენ გვახსოვს ასეთი პროცესები წინა წლებიდან და ამის გამეორებას ვერ დავუშვებდით. გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, წინასწარი მონაცემებით, ივნისში ასევე დაფიქსირდება ზრდის მაღალი მაჩვენებელი. გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები, ველოდებით, ძალიან კარგ ტურისტულ სეზონს. არსებული პირველი ორი კვარტლის მონაცემები არის კარგი და დამაიმედებელი. ასეთ პირობებში გვაქვს ყველანაირი წინაპირობა, რომ წელს შარშანდელზე უკეთესი ეკონომიკური მაჩვენებლები დაფიქსირდეს“, – განაცხადა ირაკლი მ.
Previous: -ის და ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე არის სამწუხარო, რამდენადაც ის არ პასუხობს ჩვენს მოლოდინებს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი BBC-ის რეპორტაჟზე – იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან, სადაც არ გიმაგრებს ზურგს ელემენტარული ფაქტები, იქ ხელოვნურად ვერავითარ აჟიოტაჟს ვერ შექმნი

ბატონი შერგელაშვილი, ფიგურირებს და ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეშიც, როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა „ბიბისის“ ე.წ გამოძიება, ასეთი ყალბი ფაქტებით საუბრობს ერთ დროს მაღალი რეპუტაციის მქონე მაუწყებელი, ამით ყველაფერი ნათქვამია, ძალიან ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც დღეს არის შექმნილი ევროპულ მედიაში