საქართველოს მთავრობის დადგენილებით ქიმიოთერაპიული საქმიანობის მიმწოდებელი ყველა სტაციონარული დაწესებულება ვალდებულია 2024 წლის 1 იანვრამდე შესაბამისი ნებართვა მოიპოვოს.
მოთხოვნილ სტანდარტებს შორისაა ვენტილაცია, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციების გადაცემის რისკების შემცირებასა და პაციენტების დაცვას დაწესებულების სხვა სივრცეებიდან გავრცელებული ჰაერით გადაცემადი ინფექციებისგან.
საპროცედუროში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცენტრალური ერთეულის სივრცეები (სადაც პაციენტები იმყოფებიან) და პაციენტების სველი წერტილები უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გადაუდებელი გამოძახების სისტემით.
საერთო ფართობი ერთ საწოლზე გადაანგარიშებით უნდა იყოს არანაკლებ 8 კვ/მ-ისა, სავარძლების შემთხვევაში − 6კვ/მ, პედიატრიული სერვისის შემთხვევაში − 6 კვ/მ.
ერთადგილიანი სრულად იზოლირებული სივრცეების (პალატების) შემთხვევაში, თითოეულის ფართობი უნდა იყოს საწოლის შემთხვევაში − არანაკლებ 10 კვ/მ-ისა, ხოლო სავარძლის შემთხვევაში − არანაკლებ 8 კვ/მ-ისა.
თითოეული საწოლი/სავარძელი აღჭურვილი უნდა იყოს: სრული არაინვაზიური, უწყვეტი ფიზიკალური მონიტორინგის საშუალებებით: გულის რითმი, არაინვაზიური წნევა – NIBP, პულსოქსიმეტრი.
პედიატრიული პაციენტების მომსახურების შემთხვევაში, ფიზიკალური მონიტორინგის საშუალებებს უნდა გააჩნდეთ ასაკის შესაბამისი მახასიათებლები, ასევე აქსესუარებში გათვალისწინებული უნდა იყოს ჩვილისა და პედიატრიული ასაკის შესაბამისი SPO2 და NIBP მიმღებები.
ასევე უნდა გააჩნდეს მუდმივად განახლებადი გულ-ფილტვის რეანიმაციის მობილური ტუმბო.
დაწესებულია მოთხოვნები მედიკამენტების შესანახი ოთახისთვისაც.
ადგილზე უნდა იყოს მინიმუმ 1 ექთანი ყოველ 5 საწოლზე/სავარძელზე.
ყველა ექთანი 2 წელიწადში ერთხელ უნდა გადიოდეს მზადების კურსებს გულის გაჩერებისას რეანიმაციული ღონისძიებების, ასევე ადგილზე გადაუდებელი დახმარების განხორციელების მიმართულებით.