საპროკურორო საბჭო გენპროკურორის კანდიდატად პარლამენტს გიორგი გაბიტაშვილს წარუდგენს

საპროკურორო საბჭო პარლამენტს გენერალური პროკურორის კანდიდატად გენერალური პროკურორის მოქმედ მოადგილეს, გიორგი გაბიტაშვილს წარუდგენს.
საბჭომ გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრის გზით მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა საბჭოს 11-მა წევრმა მიიღო, ყველა მათგანმა ხმა გაბიტაშვილის კანდიდატურას მისცა.
საპროკურორო საბჭომ კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი – ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და გიორგი გაბიტაშვილი – გუშინ, 10 ივლისს შეარჩია.