ენერგეტიკულ ბირჟაზე მხოლოდ ეროვნული წარმოება დაიშვება, ამიტომ მეტი ინვესტიცია გვჭირდება მსხვილი ჰესების ასაშენებლად – მაია მელიქიძე

ენერგეტიკულ ბირჟაზე მხოლოდ ეროვნული წარმოება დაიშვება, ამიტომ მეტი ინვესტიცია გვჭირდება მსხვილი ჰესების ასაშენებლად – მაია მელიქიძე
ინვესტორების მზად არიან ჩადონ ენერგეტიკის სექტორში ინვესტიცია, მაგრამ ბირჟის კომპონენტი მათთვისაც მნიშვნელოვანი, ვინაიდან ფასის ჩამოყალიბება ბირჟაზე მოხდება – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ განაცხადა. მისი თქმით, ბირჟაზე მხოლოდ ეროვნული წარმოება დაიშვება და ამ ფონზე კიდევ უფრო მეტი უცხოური და ადგილობრივი ინვესტიცია გვჭირდება მსხვილი ჰესების, მზის და ქარის ელექტროსადგურების ასაშენებლად.
„აუცილებლად უნდა გავააქტიუროთ ენერგეტიკული ბირჟა. ვინაიდან ინვესტორების მოლოდინი ასეთია – ისინი მზად არიან ჩადონ ენერგეტიკის სექტორში ინვესტიცია, მაგრამ ბირჟის კომპონენტი მათთვისაც მნიშვნელოვანი. ვინაიდან ფასის ჩამოყალიბება ბირჟაზე მოხდება. აქვე აღვნიშნავ, რომ, დღევანდელი გადაწყვეტილებით, იმპორტირებული ელექტროენერგია ბირჟაზე არ დაიშვება, მხოლოდ ეროვნული წარმოება და კიდევ უფრო მეტი უცხოური და ადგილობრივი ინვესტიცია გვჭირდება მსხვილი ჰესების, მზის და ქარის ელექტროსადგურების ასაშენებლად“, – აცხადებს მაია მელიქიძე.