“პუტინის ომი არ არის NATO-ს გაფართოების შედეგი, მაგრამ პუტინის ომი არის NATO-ს გაფართოების მიზეზი” – ოსტინი

“პუტინის ომი არ არის NATO-ს გაფართოების შედეგი, მაგრამ პუტინის ომი არის NATO-ს გაფართოების მიზეზი,” – ამის შესახებ -ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა ვაშინგტონში NATO-ს სამიტის ფარგლებში განაცხადა.
“პუტინის იმპერიული შეჭრის შემდეგ ში, ჩვენ გავაძლიერეთ NATO-ს თავდაცვა მეტი ჯარით მაღალი მზადყოფნით, უფრო დიდი წვრთნებით, გაძლიერებული სიფხიზლითა და მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფებით, რვა ქვეყანაში. და NATO ახლა უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე და ჩვენმა ახალმა წევრებმა, ფინეთმა და შვედეთმა, გაზარდეს ალიანსის წევრების რაოდენობა 32-მდე. და არ შეცდეთ: პუტინის ომი არ არის NATO-ს გაფართოების შედეგი, მაგრამ პუტინის ომი არის NATO-ს გაფართოების მიზეზი,” – განაცხადა ოსტინმა.
ოსტინის თქმით, ალიანსმა 2014 წელს უკრაინაში ს შეჭრის შემდეგ კოლექტიური თავდაცვის ყველაზე დიდი ზრდა ბოლო თაობის დროს განახორციელა. მანვე აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს არ სურს, უშუალოდ ჩაერთოს პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომში, მაგრამ “უკრაინის გვერდით დადგება მისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში”.
“ჩვენ დავიცავთ NATO-ს თითოეულ სანტიმეტრს და გავაგრძელებთ NATO-ს კოლექტიური თავდაცვისა და შეკავების გაძლიერებას,” – თქვა ოსტინმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა NATO-ს გლობალურ პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გაგრძელების მნიშვნელობა, განსაკუთრებით ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში.
“ვიცი, რომ ჩვენ ყველანი შეშფოთებულნი ვართ ჩინეთის მხარდაჭერით პუტინის უკრაინის წინააღმდეგ ომში, მაგრამ ეს მხოლოდ გვახსენებს ღრმა კავშირს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას შორის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. და ეს სიგნალს უგზავნის მსოფლიოს, რომ ჩვენ ერთიანნი ვართ ჩვენს ღირებულებებში,” – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში, ვაშინგტონში, NATO-ს სამიტის 75-ე საიუბილეო სამიტი იმართება, რომლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდაა.