+18 – ლონდონში BBC-ის ჟურნალისტის ცოლი და შვილები დახოცეს, სავარაუდოდ არბალეტით

ჩრდილოეთ ლონდონში, სამშაბათს საღამოს, BBC-ის ჟურნალისტის ჯონ ჰანტის ცოლი და ორი შვილი, სავარაუდოდ, არბალეტით მოკლეს. მედიის ცნობით, ისინი პოლიციის მისვლის შემდეგ, მძიმე ჭრილობების შედეგად გარდაიცვალნენ.
პოლიციის განცხადებით, ამ დროისთვის, მიმდინარეობს თავდამსხმელის ძებნა და ის იდენტიფიცირებულია, როგორც 26 წლის კაილ კლიფორდი. ვარაუდობენ, რომ სამმაგი მკვლელობის დროს არბალეტი გამოიყენეს, თუმცა პოლიციის განცხადებით, შესაძლოა, სხვა იარაღიც იყოს გამოყენებული.

ასევე დაგაინტერესებთ