ქეთევან ენუქიძე: ისტორიკოსები ჩრჩილმა შეჭამა? …არ არსებობს ეგეთი ნეიტრალიტეტი!

“ისტორიკოსები ჩრჩილმა შეჭამა?
აუხსნას ვინმემ, რომ ნეიტრალიტეტის საკუთარ ხოშზე გამოცხადება იგივეა, მე რომ სან-ფრანცისკოს მერად გამოვაცხადო თავი!
არ არსებობს ეგეთი ნეიტრალიტეტი!
3,5 მილიონიანი ქვეყანა, სუსტი ეკონომიკით, სუსტი შეიარაღებით, დაუცველი ცით და ასეთი გეოპოლიტიკური მდებარეობით ვერასდროს იქნება ნეიტრალური!
სინამდვილეში ამას ჰქვია ქვეყნის ინტერესების ღალატი, კურსის შეცვლა და ქვეყნის მოწყვეტა ორბიტიდან!
ან ერთიანი რას ნიშნავს?
დავიბრუნეთ მიწები, თუ ისევ ნიკოფსიიდან ვართ დარუბანდამდე?” – წერს სოციალურ ქსელში “შეაჩერე კორუფცია” -ს  დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე.
ცნობისათვის დღეს, 10 ივლისს, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ დაფუძნდა. მოძრაობის დამფუძნებელი ჯგუფის წევრები არიან: ვატო შაქარიშვილი, ბიძინა გიორგობიანი, ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი და ლევან ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ