უკრაინისთვის განკუთვნილი ავიაგამანადგურებელი F-16-ები გზაშია

უკრაინისთვის NATO-ს ქვეყნების მიერ გადაცემული F-16-ები უკვე გზაშია. ავიაგამანადგურებლები მისიების შესრულებას ზაფხულიდანვე შეუერთდებიან.
ინფორმაცია ვაშინგტონში მიმდინარე NATO-ს სამიტზე გახდა ცნობილი. ამის შესახებ -მ, მ და ნიდერლანდებმა გამოაცხადეს. ამ უკანასკნელმა ქვეყანამ თვითმფრინავები კიევს უკვე გაუგზავნა, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ რაოდენობა. შემდეგში ამაზე ისაუბრა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც.
“ეს თვითმფრინავები უკრაინის ცაში ამ ზაფხულიდან იფრენენ, რათა უზრუნველყონ უკრაინის ეფექტიანი თავდაცვა ს აგრესიის წინააღმდეგ.” – თქვა ენტონი ბლინკენმა.
დანიას, ნორვეგიას, ნიდერლანდებსა და ბელგიას დადებული აქვთ პირობა, რომ ამ ზაფხულს ს 60-ზე მეტ ამერიკულ F-16-ს გადასცემენ.
გასულ დღეებში უკრაინის პრეზიდენტმა მ აღნიშნა, რომ ქვეყანას, სულ მცირე, 128 ცალი F-16 სჭირდება და რომლებსაც ახლა იღებენ, დაგვიანებული და ცოტაა. მან ყურადღება გაამახვილა ფაქტზე, რომ რუსეთს მეტი ამავე თაობის ავიაგამანადგურებელი გააჩნია.