აშშ-ის სახლმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოს ეწვევა

9-17 ივლისს -ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში აზრა ზეია საქართველოსა და სომხეთში ვიზიტს მართავს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოში შეხვდება მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებს, ასევე, პარლამენტის წევრებს, რათა ხაზი გაუსვას აშშ-ის სერიოზულ შეშფოთებას „უცხოური გავლენის“ კანონთან და სხვა არალიბერალურ კანონმდებლობასთან, ასევე, საქართველოს მთავრობის მავნე რიტორიკასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ ტრაექტორიას რისკის ქვეშ აყენებს.
„სახელმწიფო მდივნის მოადგილე ცხადყოფს, რომ მთავრობის არადემოკრატიულმა ქცევამ და დეზინფორმაციამ შეერთებული შტატების შესახებ დააზიანა ჩვენი ხანგრძლივი ურთიერთობა. მდივნის მოადგილე ზეია ასევე ხაზს გაუსვამს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ქართველი ხალხის ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და საქართველოსთვის 32-წლიანი პარტნიორობის მხარდაჭერას. ის ხაზს გაუსვამს თავისუფალი და სამართლიანი სა და მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოების, ფუნდამენტურ თავისუფლებების, მარგინალიზებული ჯგუფების წევრების და საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებებს დაცვის მნიშვნელობას“, — ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-რელიზში.
მდივნის მოადგილე ასევე ეწვევა სათემო ორგანიზაციას, რომელიც ს მიერ საქართველოს ოკუპაციის შედეგად დევნილმა ქალებმა დააარსეს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ზეია სომხეთში შეხვდება მთავრობის მაღალჩინოსნებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ აშშ-სომხეთის პარტნიორობის განმტკიცებასა და სომხეთის დემოკრატიული მიღწევების წინსვლაზე კანონის უზენაესობის, ანტიკორუფციული და სასამართლო რეფორმების მიმართულებით.

ასევე დაგაინტერესებთ