“აბა, შექმენი, ერთი, პარტია… 35 თუ 26 ხმა გაქვს აღებული” – ღუდუშაური ბესელიას

ალუდა ღუდუშაური ყოფილ თანაგუნდელსმ ს პასუხობს და ამბობს, რომ მან ერთხელ საკუთარი ძალები პოლიტიკაში უკვე მოსინჯა, თუმცა წარუმატებლად.
ეს ანალიზი საერთო უინტერესოა, შესაბამისად, დროს არ ვკარგავთ ამაზე. თუ ვინმეს რაიმეს გაკეთება უნდა, აბა, შექმნას, ერთი, პარტია და ვნახოთ, როგორ ექნება და მე მეტსაც გეტყვით, ქალბატონმა ბესელიამ მოსინჯა ერთხელ ძალები , ჩემს რეგიონში იყრიდა კენჭს და მახსოვს, რომ რაღაც 35 თუ 26 ხმა აქვს მთლიანად რეგიონში აღებული თუ ზუსტად მახსოვს, შეიძლება პლუს-მინუს ორი ხმა აქეთ–იქეთ. ასე კი არ იყოფა ზოგადად საზოგადოება, რომ ვინ ვისზე განაწყენებულია, გაბრაზებულია, – ამბობს ღუდუშაური.
ეკა ბესელია ახალი ძალის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს. პოლიტიკოსის განმარტებით, “ქართულ ოცნებაზე” გაბრაზებულ ამომრჩევლებს, რომლებიც ხმას სწორედ ამ პარტიას აძლევდნენ, ახლა მხოლოდ ერთი არჩევანი აქვთ და ეს გიორგი გახარიას პარტიაა, თუმცა ბესელიას თქმით, ეს საკმარისი არ არის. ამიტომ ახლა ბესელია აპირებს ის ხალხი შემოიკრიბოს, ვინც “ოცნების” მართვის სტილის მომხრეა, თუმცა, პრორუსულ პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”