ცნობილია, რომელ არხზე შეგეძლებათ “ლუდოგორეცისა” და ბათუმის “დინამოს” მატჩის ხილვა

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალში ს “დინამო” დღეს გასვლაზე “ლუდოგორეცს” დაუპირისპირდება.
რაზგრადიდან შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის “აჭარის ტელევიზია” შემოგთავაზებთ.
დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. განმეორებით შეხვედრას ბათუმი 17 ივლისს უმასპინძლებს.