საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი შეარჩია

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი შეარჩია.
შერჩეული კანდიდატები არიან: გიორგი გაბიტაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და ვიქტორ ახალბედაშვილი.
გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად საპროკურორო საბჭომ კენჭისყრა დღეს, 10 ივლისს, ჩაატარა.
გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა კენჭისყრის შედეგები შემდეგია:
· ვიქტორ ახალბედაშვილი – 9 ხმა
· დავით ბარბაქაძე – 1 ხმა
· ლალი ბუნტური – 0 ხმა
· დარეჯან ბუცხრიკიძე – 10 ხმა
· გიორგი გაბიტაშვილი – 11 ხმა
· ალექსანდრე კობაიძე – 0 ხმა
· ანდრონიკ სარიბეკოვი – 1 ხმა
გენერალური პროკურორობის კანდიდატებს ხვალ, 11 ივლისს, 11:00 საათზე, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.
კენჭისყრის პროცესი საპროკურორო საბჭოს ფეისბუქ-გვერდზე ,,ლაივ სტრიმით“ გადაიცემა.
გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი შოთაძემ მაისში თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა.
· გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა

ასევე დაგაინტერესებთ