HICP-ის მიხედვით, ყველაზე მეტად ტრანსპორტი და სასტუმრო-რესტორნების სერვისი გაძვირდა

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 2024 წლის ივნისის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.1%-ით არის გაზრდილი.
საქსტატის მონაცემებით, წლიურ ჭრილში HICP -ი ყველაზე მაღალია შემდეგ კატეგორიაში: ტრანსპორტი (10.1%), სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (9.9%), განათლება (3.7%), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (3,4%).
HICP-ის შემცირდა შემდეგ კატეგორიაში: ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთებას მიმართულებით (3.6%), ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (3.2%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (2.4%), კავშირგაბმულობის სეგმენტში (1,1%).
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის.