„ქართული ოცნება“ როდესაც ამბობს, 2030 წლისთვის ევროკავშირის კარს გავაღებთო, სინამდვილეში, მათ 2030 წლამდე ხელისუფლებაში დარჩენა უნდათ – იაგო ხვიჩია

„ქართული ოცნება“ როდესაც ამბობს, 2030 წლისთვის ევროკავშირის კარებს გავაღებთო, სინამდვილეში, მათ 2030 წლამდე ხელისუფლებაში დარჩენა უნდათ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, მ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მიმართ ინტერესი არ იარსებებს, ვიდრე ქვეყანა არ დაამტკიცებს, რომ ამ ინტერესს იმსახურებს.
„მგონია, „ქართული ოცნება“ ამაზე შეგნებულად მიდის. როდესაც ისინი ამბობენ, რომ 2030 წელს ევროკავშირის კარებს ღირსებით გავაღებთო, სინამდვილეში, მათ 2030 წლამდე ხელისუფლებაში დარჩენა უნდათ და არა ცივილიზაციის კარის გაღება იმ პოლიტიკით, რასაც აწარმოებენ. საქართველოს მიმართ ინტერესი არ იარსებებს, ვიდრე ქვეყანა არ დაამტკიცებს, რომ ინტერესს იმსახურებს“, – აღნიშნა ხვიჩიამ.