ირაკლი ფავლენიშვილი – ჩვენ დღეს შევხვდით ახალგაზრდებს, რომლებიც დიდ როლს შეასრულებენ ივანიშვილის ბანდის დამარცხებაში და ახალგაზრდებისთვის ნათელია, რომ ივანიშვილის დამარცხებაში მთავარი ინსტრუმენტი არის ერთიანობა

ჩვენ დღეს შევხვდით ახალგაზრდებს, რომლებიც დიდ როლს შეასრულებენ ივანიშვილის ბანდის დამარცხებაში და ახალგაზრდებისთვის ნათელია, რომ ივანიშვილის დამარცხებაში მთავარი ინსტრუმენტი არის ერთიანობა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრის მთავარი სასაუბრო თემა იყო ერთიანობა.
„ჩვენ დღეს შევხვდით ახალგაზრდებს. ახალგაზრდები არიან ის ძალა, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილის ბანდას. ჩვენთვის და ახალგაზრდებისთვის ნათელია, რომ მთავარი ინსტრუმენტი ივანიშვილის დამარცხებაში არის ერთიანობა. შეხვედრის მთავარი სასაუბრო თემა იყო ერთიანობა, ერთიანობის გზები, კონკრეტული დღის წესრიგი, რომელიც შეიქმნება ამ ერთიანობის პირობებში,“- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”