ლევან ხაბეიშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნას “ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციები უერთდებიან

ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თემურ ბასილაიას განცხადებით, იმისთვის, რომ დაპირისპირება შეწყდეს, ხაბეიშვილი თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

“ამ პროცესს რომ წერტილი სამუდამოდ დაესვას, ხელახალი ა საჭირო. უნდა გადადგეს და უნდა შეირჩეს პიროვნება, რომელიც ყველას გააერთიანებს, რომელიც პარტიას გააძლიერებს, სულისკვეთებას აღადგენს და პარტია იქნება მიმდინარე წლის საარჩევნო პროცესისთვის ბრძოლისთვის იქნება მზად”, – განაცხადა თემურ ბასილაიამ.
ჭიათურის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გოგი ჩიკვილაძის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას.
“ყველაფერს თავის საზღვარი აქვს. ბატონი ხაბეიშვილი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, ამიტომ, უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. გადაგდეს და პასუხისმგებლობა აიღოს ხაბეიშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით. 10 წლის განმავლობაში, არ ყოფილა ბრძოლა, რომელშიც არ ვყოფილვარ ჩართული და ასეთი იგნორი, რასაც ისინი აკეთებენ, მიუღებელია”, – განაცხადა გოგი ჩიკვილაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარკო რუბიოს პასუხზე: ვინც ობიექტურად შეხედა, მოუსმინა, წაიკითხა, ძალიან ზოგადი პასუხი იყო, იქ საერთოდ არ იყო „ქართული ოცნება“, ხელისუფლებაზეც არ იყო საუბარი – ყველგან დააკვირდებიან და გადაწყვეტენ, რომელი მთავრობა არის ანტიამერიკულად განწყობილი და რომელი არა

ერთადერთი დასკვნა, რაც შეიძლება ჩვენ გამოვიტანოთ მარკო რუბიოს დღევანდელი პასუხიდან არის ის, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს, სწორედ იმ კონტექსტში, როდესაც საუბარი ეხება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს