უკრაინას ბრიტანული წარმოების რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება შეუძლია – სტარმერი

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა მიანიშნა, რომ ს ბრიტანული წარმოების Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების გამოყენება ს ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზეც შეეძლება. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.
ვაშინგტონში NATO-ს სამიტზე გამგზავრებამდე, Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების გამოყენების შესახებ Bloomberg-ის რეპორტიორის დასმულ კითხვაზე პასუხის დროს სტარმერმა აღნიშნა, რომ უკრაინის გადასაწყვეტია თუ როგორ გამოიყენებს ბრიტანეთის მიერ მიწოდებულ Storm Shadow-ებს, თუმცა, “რა თქმა უნდა რაკეტების გამოყენება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვით უნდა მოხდეს”.
ამასთან, სტარმერმა აღნიშნა, რომ უკრაინამ Storm Shadow-ს ტიპის რაკეტები თავდაცვისთვის გამოიყენოს, თუმცა, “უკრაინის გადასაწყვეტია, თუ როგორ გამოიყენებს ამ რაკეტებს თავდაცვითი მიზნებისთვის”.
Storm Shadow მაღალი სიზუსტის ფრთოსანი რაკეტებია, რომლის სასროლი რადიუსი 250 კილომეტრს აჭარბებს.
გასულ თვეებში უკრაინამ არაერთხელ აღნიშნა, რომ თავდაცვისა და რუსული თავდასხმების მოგერიებისთვის, რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო სამიზნეებზე დარტყმებია საჭირო. NATO-ს სამიტზე ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განხილვის თემა იქნება.