კითხვებს აჩენს, მართლაც ხომ არ არის ხელისუფელბის შეცვლის იდეა – ვოლსკი ფიშერზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ქართული ოცნების წევრი ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურა. ვოლსკის თქმით, “არ არის სწორი ბატონი ფიშერი” და ასეთი განცხადებები კითხვებს აჩენს, “მართლაც ხომ არ არის ამ ნაბიჯების უკან რაღაც იდეა, რომ შეიცვალოს ეს ხელისუფლება”.
“არ არის სწორი ბატონი ფიშერი ამ შემთხვევაში და საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ რიტორიკის შედეგი შეიძლება იყოს იმ რიტორიკაზე რეაგირება, რომელიც თუნდაც დღევანდელ ევროკომისარს, ს ყოფილ პრემიერს ჰქონდა საქართველოს მიმართ. ასეთი განცხადების გაკეთება ყველაზე მცირე უსამართლობაა და გარკვეულ კითხვებს წარმოშობს, მართლაც ხომ არ არის ამ ნაბიჯების უკან რაღაც იდეა, რომ შეიცვალოს ეს ხელისუფლება და ლომჯარიამაგვარი ადამიანებით დაკომპლექტდეს ხელისუფლება, მაშინ, როდესაც არჩევნები არის სულ ახლო მომავალში.” – თქვა ვოლსკიმ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის თქმით, “საქართველოს მთავრობის კურსის გამო, საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი შეჩერდა”.
ფიშერმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანია საქართველოსთან ახალ ფინანსურ ვალდებულებებს აღარ აიღებს.
ს საგარეო დაზვერვის სამსახურში (СВР) ირწმუნებიან, რომ საქართველოში მთავრობის ცვლილებას გეგმავს. ამის შესახებ СВР-მ საკუთარ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა. განცხადება დიდწილად ოპოზიციისა და პრეზიდენტი ს დისკრედიტაციას ემსახურება.
საგარეო დაზვერვის მტკიცებით, აშშ-ს პრეზიდენტის, ს ადმინისტრაციას შემუშავებული აქვს მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ქართული ოცნების დისკრედიტაციისთვის, ხოლო აშშ-ს გეგმის მთავარი მოთამაშე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. მათივე მტკიცებით, შესაძლოა იგეგმებოდეს რევოლუციაც.