აშშ-მა აღკვეთა რუსეთის მხრიდან დასავლეთში დეზინფორმაციის გავრცელების ოპერაცია

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ 9 ივლისს გამოაცხადა, რომ აღკვეთილია ს ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც გამოყენებული იყო სოციალური ქსელების ყალბი ანგარიშები, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით და რომელიც მიზნად ისახავდა კრემლისთვის ხელსაყრელი მესიჯების გავრცელებას -სა და სხვა ქვეყნებში.
სოციალური ქსელებისთვის მოქმედი ე.წ. “ბოტების ქარხანა” ხელოვნური ინტელექტის ელემენტებს იყენებდა შესაქმნელად ყალბი პროფილებისა, რომლებიც თითქოს ამერიკელებს ეკუთვნოდათ და რომელთა მეშვეობითაც ვრცელდებოდა რუსეთის ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი შეტყობინებები – წერია იუსტიციის სამინისტროს მიერ სამშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
“იმის გამო, რომ რუსეთის ხელისუფლება ში აგრძელებს თავის სასტიკ ომს და მსოფლიოს გარშემო დემოკრატიებს ემუქრება, იუსტიციის სამინისტრო მთელ თავის კანონიერ უფლებამოსილებას გამოიყენებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და ამერიკელი ხალხის დასაცავად”, – ვკითხულობთ გენერალური პროკურორის, მერიკ გარლანდის განცხადებაში.
“დღევანდელი ნაბიჯები მოწმობს, რომ იუსტიციის დეპარტამენტი და ჩვენი პარტნიორები არ მოითმენენ რუსეთის ხელისუფლების აქტორების და მათი აგენტების მხრიდან ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას დეზინფორმაციის გასავრცელებლად და ამერიკელებს შორის გახლეჩის გასაძლიერებლად”, – ამბობს გენერალური პროკურორის მოადგილე ლიზა მონაკო.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI), კანადის კიბერუსაფრთხოების ცენტრთან (CCCS), ნიდერლანდის ზოგადი დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურთან(AIVD), ნიდერლანდის სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურსა(MIVD) და ნიდერლანდის პოლიციასთან თანამშრომლობით გამოაქვეყნა ერთობლივი გზამკვლევი კიბერუსაფრთხოებისთვის, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი სოციალური ქსელების “ბოტების ქარხნის” ტექნოლოგიური საფუძვლები.

ასევე დაგაინტერესებთ