ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განვიხილეთ – ხავიერ კოლომინა

ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე განვიხილეთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, რეგიონული მოვლენები, ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა წერს.
მისი თქმით, ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ნატო-საქართველოს პარტნიორობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
„კარგი შეხვედრა გვქონდა ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან. ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ნატო-საქართველოს პარტნიორობის ამჟამინდელი სტატუსი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ჩათვლით და რეგიონული მოვლენები. ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს ხავიერ კოლომინა.