საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიც შეუერთდა

ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, უკვე რამდენიმე თვეა ბანკი სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 20-მდე პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აბიტურიენტებს აძლევს შესაძლებლობას, სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება მიიღონ. ახლახან პარტნიორების რიცხვს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტიც შეემატა.