“ნეტა თუ აცნობიერებს, რა ელის ყველა მხრიდან, ჩვენი ჩათვლით ცხადია” – ჩერგოლეიშვილი მელიაზე

ნეტა თუ აცნობიერებს, რა ელის ყველა მხრიდან (ჩვენი ჩათვლით ცხადია – ჩვენი კამპანიის ძირითადი ხაზი იქნება ოლიგარქიული გავლენის მხილება როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში), – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი, სოციალურ ქსელში წერს.
„მელიას თავის მართლების პოსტი გამოუცხვია, რა კეზერა, რის კეზერაო – ძაან თავისუფალი ვარ ჩრდილოვანი გავლენებისგანო.
ჩრდილოვანი გავლენებისგან ძააან „თავისუფალი” მელია რომ ჩრდილოვან გავლენას თავდაუსხმელობას უცხადებს კეზერაშვილის ჯუჯალარებთან ერთად და პარტნიორად გვარამია ჰყავს, რომლის არხიც თავისუფალ კონკურენციას ზღუდავს და საქართველოს მოქალაქეებს თავისუფალ არჩევანს ართმევს, ძალიან დამაჯერებელია.
ნეტა თუ აცნობიერებს, რა ელის ყველა მხრიდან (ჩვენი ჩათვლით ცხადია – ჩვენი კამპანიის ძირითადი ხაზი იქნება ოლიგარქიული გავლენის მხილება როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში).
P.S. თან ის პოლიტიკის ბრძენქალა რომ ჰყავთ, დაიმუქრა ჩვენ არც ჩვენზე თავდასხმებს ვუპასუხებთო და დღეს დილამდე გაძლო ამ დაპირებამ“,- წერს ჩერგოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”