დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს მორიგი დებატების გამართვასა და გოლფში შეჯიბრს სთავაზობს

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს მორიგი დებატების გამართვასა და გოლფში შეჯიბრს სთავაზობს
ჯო ბაიდენს მორიგი დებატების გამართვას და გოლფში შეჯიბრს სთავაზობს. ეს განცხადება -ის ყოფილმა პრეზიდენტმა ფლორიდაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას გააკეთა.
ტრამპის თქმით, 27 ივნისს გამართულ სატელევიზიო დებატებზე ძალიან იოლად დაამარცხა და ახლა დემოკრატიული პარტია თავად ცდილობს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის საარჩევნო რბოლიდან ჩამოშორებას.
„მოდით, კიდევ ერთი დებატები გავმართოთ ამ კვირაში, რათა მძინარა ჯომ შეძლოს, ყველას დაუმტკიცოს მსოფლიოში, რომ მას აქვს ის, რაც პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს. ახლა ეს იქნება ორი კაცის დაპირისპირება მოდერატორების გარეშე. უბრალოდ, დაასახელოს ადგილი და დრო, სადაც სურს. მე ასევე ოფიციალურად ვიწვევ თაღლით ჯო ბაიდენს გოლფის თამაშში შეჯიბრებაში. ეს იქნება შეჯიბრი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი ნახავს, მთელი ისტორიის განმავლობაში“, – თქვა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ