იაგო ხვიჩია – ოპოზიციის სრულფასოვანი გაერთიანება ჩაიშალა – „დროა, გირჩი-ოთ ახალი“ კი არა, უნდა ყოფილიყო „დროა, გირჩი-ოთ ახალი ევროპული ლელო“

ზოგადად, ეს სრულფასოვანი გაერთიანება ჩაიშალა. „დროა, გირჩი-ოთ ახალი“ კი არ იქნებოდა, უნდა ყოფილიყო „დროა, გირჩი-ოთ ახალი ევროპული ლელო”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, მ ჟურნალისტებთან ოპოზიციურ გაერთიანებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს “ლელოსთან” და “ევროპულ საქართველოსთან” წარუმატებელი გაერთიანების მცდელობაა.
“[ნიკა] გვარამიამ ჩაატარა კვლევა, სადაც დაწერა, რომ თვითონ და კიდევ 3-4 ადამიანს მიშაზე [სააკაშვილი] დიდი რეიტინგი აქვთ. ამ კვლევის მიზანი ის იყო, რომ “ვინც კარგები ვართ, ერთად მოვგროვდეთ”. შესაბამისად, ამ ე.წ კარგებს დიდი პროცენტები დაუწერეს, მაგრამ ზოგმა მათგანმა ეს პროცენტები დაიჯერა. მე მაგალითად, ამას “ლელოსთან” და “ევროპულ საქართველოსთან” წარუმატებელი გაერთიანების მცდელობას ვაბრალებ, იმიტომ, რომ შენ თუ მათ იმას დაუწერდი, რომ შენს გარეშე გადალახავენ ბარიერს, მეტი რა უნდათ – იმათაც დაიჯერეს. ზოგადად, ეს სრულფასოვანი გაერთიანება ჩაიშალა. “დროა, გირჩი-ოთ ახალი” კი არ იქნებოდა, უნდა ყოფილიყო “დროა, გირჩი-ოთ ახალი ევროპული ლელო”, მაგრამ საბოლოო ჯამში, “დროა, გირჩი-ოთ ახალზე” გაჩერდა, იმიტომ, რომ მე მგონი, გვარამიას კვლევის შედეგები მართლა დაიჯერეს იმ ხალხმა, ვინც ამ გაერთიანებაში უნდა ყოფილიყო”, – აღნიშნა ხვიჩიამ.
დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” არჩევნებზე ორ-ორი პარტიით წარდგენა გადაწყვიტეს.
როგორც ხვიჩიამ განმარტა, “ქართული ოცნებას” თავად პარტია და “გახარიები”წარმოადგენენ.
“ჩემი აზრით, მთავარია ხმები არ დაიკარგოს. იმისთვის, რომ ხმები არ დაიკარგოს, კარგი იქნებოდა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი ისევე წარდგეს ბიულეტენზე, როგორც ეს რეალობაშია. რეალობაში სულ სამი პარტია არსებობს: “ქოცები”, “ნაცები” და “გირჩი”. მაგრამ ამის მიუხედავად მიშამ არჩევნებზე მაინც 2 პარტიით გამოსვლა გადაწყვიტა. ან შეიძლება, მიშამ არ გადაწყვიტა, მაგრამ, ფაქტია, რომ “ნაცმოძრაობა” ამ არჩევნებზე ორი პარტიით გავა. ზუსტად ასე ორი პარტიით გადის “ქართული ოცნება” – თავად “ქართული ოცნება” და “გახარიები”, რომლებიც “ქართული ოცნების” წევრები იყვნენ, არც მოუნანიებიათ და არც ნაკლოვანებებზე უსაუბრიათ – უბრალოდ უღალატეს მათ. ვიღაცას რომ უღალატო, ეს სხვად ხომ არ გაქცევს? ისევ “ქართული ოცნება” იქნები, ოღონდ მოღალატე. მე არ ვიცი, საბოლოო ჯამში ეს როგორ დალაგდება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენი კოლეგები იმას მაინც მოახერხებენ, რომ ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს”, – აღნიშნა ხვიჩიამ.