ბიძინა ივანიშვილის სიმდიდრესთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს – ეს ადამიანი თავის სიმდიდრეს ყოველთვის ახმარდა თავის ქვეყანას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, Bloomberg-ის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონების $7 მლრდ-მდე გაზრდასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი დიდი ქველმოქმედი და მეცენატია. ყველაზე დიდი ქველმოქმედება იყო მისი გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით.
„ნუ ნერვიულობთ ბიძინა ივანიშვილის თანხებზე. მას არასდროს ჰქონია ფინანსური პრობლემები, პირიქით, ბოლო პერიოდის განმავლობაში უსამართლო დამოკიდებულებაა ის, რაც ხდება Credit Suisse -სთან დაკავშირებით. ყველა სასამართლო მოგებულია და იმის, გამო რომ ქვეყანა არ მიჰყავს იმ გზით, რომ ქვეყანა ჩაერთოს ომში, ქვეყანაში გააჩინოს მეორე ფრონტი, ჩაერთოს სანქციებში და ა.შ. მიზანმიმართულად ხდება მისი კუთვნილი თანხების დაკავება, თუმცა, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, საქართველო არცერთ თანხაზე არ იყიდება. ჩვენ ყოველთვის შევინარჩუნებთ ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, გვინდა, რომ ეს ორმხრივი იყოს და ამ მიმართულებით მეორე მხრიდანაც დავინახოთ კონკრეტული ნაბიჯები“, – განაცხადა კალაძემ.