უკრაინაზე პოსტის შემდეგ რუსი დეპუტატები პუგაჩოვას უცხოეთის აგენტად გამოცხადებას მოითხოვენ

8 ივლისს ს საჰაერო ძალების მიერ ში მიტანილ იერიშებთან დაკავშირებით ალა პუგაჩოვას პოსტის შემდეგ, რომლის ფარგლებშიც ს ბავშვთა საავადმყოფო და სამშობიაროც დაიბომბა, რუსეთის სახელმწიფო დუმაში პუგაჩოვას “უცხოეთის აგენტად” გამოცხადება მოითხოვეს.
ამის შესახებ დუმის დეპუტატმა ალექსეი ჟურავლიოვმა რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია РИА Новости-თან საუბრისას განაცხადა.
“ამ მხრივ, რა თქმა უნდა, უკვე დროა, რომ პუგაჩოვა უცხოეთის აგენტად გამოცხადდეს და რუსეთის ფედერაციაში ყველანაირი საკუთრება ჩამოერთვას, და ასეც უნდა იყოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისა და დასავლეთის პროპაგანდის სასარგებლოდ მუშაობისთვის”. – განაცხადა მან გამოცემასთან საუბრისას.
გუშინ უკრაინაში რუსეთის იერიშების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა და 154 დაშავდა, მათ შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც.