ჯაფარიძე: შეუძლებელია საჯაროდ ვილაპარაკო იმაზე, რაც იყო მოლაპარაკების მაგიდასთან

მე არ მითქვამს და არსად დამიდასტურებია, რომ შეუთანხმებლობა მოხდა პრემიერობის ან მერობის კანდიდატზე ან რაღაც მსგავზე.
მოლაპარაკებები იმიტომ იმართება დახურულ კარს მიღმა, რომ ამ ინფორმაციის გამოტანამ შეიძლება პროცესს შეუშალოს ხელი.
ეგ საკითხები, რომლებზეც ვერ მოხდა შეთანხმება, საბოლოო ჯამში ამ საკითხებთან მიმართებაში არსებობს განსხვავებული პერსპექტივები.
[…] საუბარი იყო რაღაც საკითხებზე, რომლებთან მიმართებაშიც განსხვავებულად ვუყურებთ რაღაცებს და ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია იმასთან, ვის როგორ სჯერა, რომ ჩვენ ჯამში მოვიგებთ არჩევნებს და მაგის გამოც ვერ მოხდა შეთანხმება.
ლელოსთან ჩვენ გვაქვს და გრძელდება კომუნიკაცია – ეს კომუნიკაცია გაგრძელდება და დანარჩენს დრო აჩვენებს.
შეუძლებელია მე ვილაპარაკო საჯაროდ იმაზე, რაც იყო მოლაპარაკების მაგიდასთან.
სურათის დახატვა, თითქოს ამ მოლაპარაკების მაგიდაზე ვერ მოხდა რაღაცაზე ისე შეთანხმება, რომ თითქოს “ოპოზიციურმა პარტიებმა რაღაც ვერ გაიყვეს” ჩემი აზრით, ფუნდამენტურად არასწორია.