საქართველოში გარდაცვალების მთავარი მიზეზები სიმსივნე და სისხლძარღვთა დაავადებებია – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, გასულ 2023 წელს საქართველოში 42 756 ადამიანი გარდაიცვალა. ეს მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით (13 %-ით ნაკლებია). ამის შესახებ „ბათუმელები“ წერს.
სიკვდილიანობის გამომწვევი დაავადებების ჩამონათვალი ასეთია: 2023 წელს საქართველოში სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებით 17 100 ადამიანი გარდაიცვალა, სიმსივნით 4 939 ადამიანი, სასუნთქი სისტემის ავადმყოფობებით 3 214 ადამიანი, საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობებით 1 294 ადამიანი, ხოლო ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობებით 1 102 ადამიანი.
სრულად წაიკითხეთ აქ.