ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – რუსეთის ელჩს დავაბარეთ, მოსკოვში გადასცეს, რომ ვინც საბავშვო კლინიკებს ესხმის თავს – კაცობრიობის ნაგავია

რუსეთის ელჩს დავაბარეთ, მოსკოვში გადასცეს, რომ ვინც საბავშვო კლინიკებს ესხმის თავს – კაცობრიობის ნაგავია, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ ჩეხურ გამოცემა Seznam Zpravam-ისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ს მიერ კიევზე, მათ შორის საბავშვო კლინიკაზე, განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შემდეს რუსეთის ელჩი დაიბარა.
„მკვლელები, რომლებიც კლინიკებში ბავშვებს ესხმიან თავს, კაცობრიობის ნაგავი არიან. მას [რუსეთის ელჩს] დავაბარეთ, რომ ეს მოსკოვში გადასცეს“, – განაცხადა ლიპავსკიმ.
მოგვიანებით, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლიპავსკის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაკეთებული განცხადებები გამოაქვეყნა.
„მიუხედავად იმისა, თუ რა ტყუილების გავრცელებას აგრძელებს რუსეთი, მარტივი სიმართლე რჩება: პუტინის რუსეთი აგრესორია. ტერიტორიული აგრესიის ამ ომის დაწყება რუსეთის არჩევანია. გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა რუსეთის არჩევანია. სკოლებისა და საავადმყოფოების დაბომბვა რუსეთის არჩევანია. ბავშვებისა და სამოქალაქო პირების მკვლელობა რუსეთის არჩევანია“, – განაცხადა ლიპავსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – საელჩოებმა და უცხოელმა აქტორებმა თავის დაფინანსებულ „ენჯეოებსა“ და პარტიებს, რომლებსაც ხშირად ეხუტებიან ოპოზიციიდან, უნდა მოუწოდონ, არჩევნები აღიარონ, ეს არის დემოკრატია

პეტრე ცისკარიშვილი “ქართულ ოცნებაზე” – იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავნიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი