გიორგი რუხაძე – ყველამ უნდა დაიჯეროს, რომ დასავლეთი არ ხუმრობს და საქართველოსთან მიმართებით პოლიტიკის გადახედვა დაწყებულია – თუ არჩევნების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება შეინარჩუნა, იზოლაცია გაგრძელდება

ყველამ უნდა დაიჯეროს, რომ დასავლეთი არ ხუმრობს და საქართველოსთან მიმართებით პოლიტიკის გადახედვა დაწყებულია, – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ს განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვასაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გეგმავდნენ, გაყინულია.
როგორც რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აღნიშნა, თუკი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, „ქართულმა ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში, „იზოლაცია გაგრძელდება“.
„პაველ ჰერჩინსკის განცხადება [30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვასაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ვგეგმავდით, გაყინულია] ეს არის პრაქტიკული შედეგი იმისა, რაც გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ. აქამდე ხომ გვარწმუნებდნენ, რომ სანქციები არ იქნებაო. ეს არის ევროკავშირის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯი, რა დროსაც საქართველოს შეუჩერდა 30 მილიონიანი დახმარება. ელჩმა თქვა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი არისო, სამწუხაროდ, ბევრი სხვა ასეთი იქნება. თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა დიდ ხანს გაგრძელდა, ევროკავშირის და დასავლეთის მხრიდან ეს მიდგომა გაგრძელდება და დავკარგავთ ყველა იმ სიკეთეს, რომელიც მოპოვებული გვაქვს. ყველამ უნდა დაიჯეროს, რომ დასავლეთი არ ხუმრობს და საქართველოსთან მიმართებით პოლიტიკის გადახედვა დაწყებულია. რადგან საქართველოს ხელისუფლება -ს და ევროკავშირს არ განიხილავს პარტნიორად და განიხილავს მოწინააღმდეგე ძალად, შემდეგ უკვე გექცევიან ისე, როგორც შეეფერება უცხო ძალას.
თუკი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება შეინარჩუნა, იზოლაცია გაგრძელდება. საბოლოო ჯამში, საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია, მათ სწორად უნდა დაინახონ რა ხდება, უნდა გაიაზრონ, რომ ეს უკვე ხუმრობა არ არის“, – განაცხადა რუხაძემ.
ამასთან, მან ნატო-ს 75-ე სამიტზე ისაუბრა, რომელიც ვაშინგტონში მიმდინარეობს და რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ესწრება.
რუხაძის თქმით, ნატო-ს სამიტზე საქართველო წარმოდგენილია იმ დონეზე, როგორც სომხეთი და აზერბაიჯანი, რაც იმის მაგალითია, რომ საქართველო ალიანსს ჩამოშორდა.
„როგორ უნდა ვიყოთ კმაყოფილები, მაშინ როდესაც საქართველო არის იმ დონეზე წარმოდგენილი, როგორც სომხეთი და აზერბაიჯანი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო არის ნატო-ს ასპირანტი სახელმწიფო. დღეს, სამწუხაროდ, საქართველო დგას იმ ქვეყნების გვერდით, რომელთაც საერთოდ არ აქვთ ამბიცია, რომ ალიანსს შეუერთდებიან. ეს არის იმის ნათელი მაგალითი, რომ საქართველო ალიანსს ჩამოშორდა“,- განაცხადა რუხაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ