ბექა კობახიძე: ისტორია გიყურებთ, ბატონებო, და ის ასეთ ზოგად განცხადებებს არ დაწერს

“2×2=4
ჯერჯერობით, ვიმეორებ, ჯერჯერობით (!) ოპოზიცია ვერ ახერხებს ყველაზე ელემენტარული საშინაო დავალების შესრულებას, რომ არჩევნებზე გავიდეს სამ ჯგუფად. ოთხი და მეტი ჯგუფით გასვლა გარანტირებულად ნიშნავს, რომ მინიმუმ ერთი ჯგუფი მაინც ვერ გადალახავს ბარიერს, რაც ნიშნავს ქოცების გარანტირებულ გამარჯვებას და ამას რა მოყვება საქართველოსთვის და ინდივიდუალურად ჩვენთვის ეს ყველამ ვიცით.
სამი სია არის იდეალური გამოსავალი, მაგრამ ოთხ და მეტ სიას ბევრად ჯობია ერთიანი სია, რადგან ეს კიდევ ტოვებს გამარჯვების შანსს.
ისტორია გიყურებთ, ბატონებო, და ის ასეთ ზოგად განცხადებებს არ დაწერს. სახელებით და გვარებით ძალიან კონკრეტულად იტყვის ვინ რა ჩაიდინა საქართველოს გაუბედურებისთვის,” – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი ბექა .

ასევე დაგაინტერესებთ