ტურიზმის ინდუსტრიამ კენიას რეკორდული 7.7 მლრდ დოლარის შემოსავალი მოუტანა – WTTC

WTTC-ის Economic Impact Research-ის თანახმად, 2023 წელს სამოგზაურო და ტურიზმის ინდუსტრიამ კენიას 1 ტრილიონი კენიური შილინგი (KES), ანუ $7.7 მილიარდზე მეტი შემოსავალი მოუტანა. სექტორში დასაქმების მაჩვენებელი 6%-ით გაიზარდა და რეკორდულ 1,55 მილიონს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურიზმი ქვეყნის მასშტაბით 13-დან ერთს ასაქმებს.
შიდა მოგზაურების ხარჯებმა 2023 წელს 466 მილიარდ KES-ს გადააჭარბა, რაც თითქმის 15%-ით აღემატება ადრე დაფიქსირებულ პიკს. ამავდროულად, უცხოელი ტურისტების ხარჯი კვლავ 1999 წლის დონეზე რჩება, ანუ მხოლოდ 266 მილიარდი KES.
WTTC პროგნოზირებს, რომ ტურიზმის წვლილი კენიის ეკონომიკაში ყოველწლიურად 9%-ით გაიზრდება და თითქმის 1,15 ტრილიონ KES-ს მიაღწევს. სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა კი 1,6 მილიონს გადააჭარბებს, რაც ქვეყანაში მთლიანი რაოდენობის თითქმის 8%-ია.
ასევე მოსალოდნელია, რომ შიდა ვიზიტორების ხარჯები გაიზრდება და Ksh 521 მილიარდ KES მიაღწევს. უცხოელი მოგზაურების ხარჯი 289,5 მილიარდი KES-ის დონეზე იქნება.
მთავრობის მხარდაჭერით, ტურიზმის სექტორის წლიური წვლილი 2034 წლისთვის კენიის მშპ-ში შეიძლება 1,7 ტრილიონ KES-მდე გაიზარდოს, რაც წარმოადგენს ქვეყნის მთლიანი ეკონომიკის 7,4%-ს.
avianews.ge