ილია დარჩიაშვილი – კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმა შემზარავია – დაუშვებელია მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების წინააღმდეგ მიმართული აგრესია და თავდასხმები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, 8 ივლისს კიევში ბავშვთა საავადმყოფოს დანგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
ს ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმა შემზარავია. დაუშვებელია მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების წინააღმდეგ მიმართული აგრესია და თავდასხმები. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს”, – წერს ილია დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, გუშინ რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის კიევზე, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რასაც 40-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 200-ს აჭარბებს. დაზიანებულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას შორის კიევის ბავშვთა საავადმყოფოც არის, სადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ