გერმანიაში უმუშევრობის შემწეობა შემცირდება

გერმანიის მმართველი კოალიცია უმუშევრობის შემწეობის (Bürgergeld-ის) მიმღები მოქალაქეებისთვის კრიტერიუმების გამკაცრებას გეგმავს. ინფორმაციას Süddeutsche Zeitung ავრცელებს.
ამ გზით მთავრობას სურს, შემწეობის სულ უფრო მეტი მიმღები პირი დასაქმებისთვის წაახალისოს.
მაგალითად, მისაღები პირობების სამუშაოზე უარის თქმა შემწეობის მნიშვნელოვანი შემცირებით დაისჯება. ანალოგიური ზომა იმოქმედებს მაშინაც, თუ უმუშევრობის შემწეობის მიმღები პირი არაოფიციალურ სამუშაოზე მოეწყობა.
ამჟამად Bürgergeld-ის ყოველთვიური გადასახადი ერთ ადამიანზე 563 ევრომდე შეადგენს. გერმანიის მოქალაქეების გარდა, შემწეობის მიღების უფლება უკრაინელ ლტოლვილებსაც აქვთ.
უკრაინელი ლტოლვილებისთვის უმუშევრობის შემწეობის პროგრამას ბევრი გერმანელი აკრიტიკებს, რადგან გადასახადების ოდენობა ზედმეტად დიდია. ამის საპასუხოდ გერმანიის მთავრობა განმარტავს, რომ შემწეობები, რასაც უკრაინელები იღებენ, „უფრო ეფექტურ ინტეგრაციას უნდა უზრუნველყოფდეს, ვიდრე კანონით დადგენილი გადასახადები თავშესაფრის მაძიებლებისთვის.“
bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ