გამორჩეული ბუღალტრული მომსახურება თქვენი კომპანიისთვის

„ენთები“ 9 წელზე მეტია ქმნის თანამედროვე და განსხვავებულ სამომხმარებლო გამოცდილებას ბუღალტრული მომსახურების სფეროში. 2024 წლის მარტში თიბისის მიერ ორგანიზებულ, საქართველოში ყველაზე მასშტაბურ, ბიზნესის დაჯილდოების ღონისძიებაში კომპანიამ გაიმარჯვა ნომინაციაში „გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილებისთვის“.
„ენთები“ ყოველთვიურად 600-ზე მეტ კომპანიას ემსახურება და სთავაზობს ბუღალტრულ, საგადასახადო და სხვა ფინანსურ მომსახურებას. კომპანიის ფასეულობების ცენტრში დგას მომხმარებელი და მისთვის კომფორტული, სანდო და ხარისხიანი მომსახურების მიწოდება. სწორედ ამ ფასეულობის გარშემო „ენთები“-ს გუნდში გაერთიანებულია 100-ზე მეტი ბუღალტერი, საგადასახადო ექსპერტი და ფინანსების სპეციალისტი.
მომხმარებელთა კვლევებზე დაყრდნობით, „ენთები“-ს სერვისის შეფასებისას ყველაზე ხშირად ფიგურირებს სიტყვები:
· „თანამედროვე“
· „კომფორტული“
· „სანდო“
· „სწრაფი“
· „ექსპერტი“
„ენთები“-ს დაარსების დღიდან კომპანიის უმთავრესი პრიორიტეტი იყო ისეთი სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა, რომელიც არ ჩამოუვარდებოდა და ხშირ შემთხვევაში აჭარბებდა ევროპულ სტანდარტებს. სწორედ ამ მიზნით კომპანიამ მოახდინა უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა და ბუღალტერიის პროცესების ავტომატიზაცია.
გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია კმაყოფილი თანამშრომელი. „ენთები“ მუდმივად ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების კმაყოფილებაზე და ახდენს მათ მუდმივ გადამზადებას მომსახურების სტანდარტების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად. კომპანიის სამოტივაციო პოლიტიკა მიბმულია სწორედ მომხმარებელი კომპანიების კმაყოფილებაზე, რომელიც წელიწადში ორჯერ მოწმდება კვლევებისა და გამოკითხვების გზით.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „ენთები“-ს ბუღალტრული მომსახურება ერთდროულად ხარისხიანიცაა და ხელმისაწვდომიც. სერვისის ფასები ოპტიმიზირებულია და მორგებულია მომხმარებელი კომპანიების ბიუჯეტზე.
ენთების საკონტაქტო ინფორმაცია:
ფეისბუქი: https://www.facebook.com/AccountAnts.ge
ტელეფონი: +995 32 212 22 12
საიტი: www.ants.ge