გომელაური შს მინისტრის პოსტს ტოვებს?! – „კაბინეტიდან პირადი ნივთები უკვე გაიტანაო“

ანი დვალიშვილი
„ალიას“ ინფორმაციით, მაქსიმუმ თვის ბოლომდე, თანამდებობას შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური დატოვებს. კი ამბობს ხოლმე ბატონი ვახო, უკვე მერამდენედ მომხსნეს ჟურნალისტებმაო, მაგრამ როგორც წყარო გვიყვება, ახლა საქმე ბევრად სერიოზულადაა და გომელაურმა კაბინეტიდან პირადი ნივთები უკვე გაიტანაო. არადა, ყველა ამბობდა, რომ გომელაურს წასასვლელად გამზადებული გრიგოლ ლილუაშვილის შემცვლელად ამზადებდნენ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმეები კარგად ვერ მიდის. გახშირებული წვრილმანი დანაშაულის (რომელიც მოსახლეობას ძალიან აზარალებს, საუბარია, ავტომობილების ნაწილების ქურდობაზე, უბნის მაღაზიების გატეხვა-გაქურდვაზე) პარალელურად, შიდა საქმეებიც ძალიან არეულია. არაერთმა თანამშრომელმა, თავს ბევრის უფლება მისცა და პოლიცია ნელ-ნელა ემსგავსება იმას, რაც ნაციონალების დროს იყო. რაც მთავარია, ისინი არც ერთმანეთში თაკილობენ საქმეების გარჩევას და ამ ყველაფერს, მოსახლეობა ხედავსო.
რაც შეეხება გომელაურის შემცვლელს. თითქოს გადაწყვეტილი იყო, რომ მისი ადგილი თეიმურაზ კუპატაძეს უნდა დაეკავებინა, მაგრამ ახლა, როგორც წყარო გვიყვება, მინისტრის პორტფელისთვის კვლავ (დამოუკიდებლად) და (ირაკლი კობახიძის მეშვეობით) იბრძვიან. როგორც გვეუბნებიან, ივანიშვილმა ღარიბაშვილის კანდიდატურა უკვე განიხილა და უარყო, კუპატაძის წინააღმდეგი არაა, მაგრამ მდინარაძეზეც ფიქრობს, რადგან… მ, მდინარაძის კანდიდატურა, მთავარი პროკურორის პოსტზე ვერ გაიტანა და ახლა შს მინისტრად ითხოვს.
„ალიას“ წყარო იმასაც უყვება, რომ გომელაური არ იქნება ერთადერთი მინისტრი, რომელიც შესაძლოა, თვის ბოლომდე პორტფელს დაემშვიდობოს. საკმაოდ დაძაბულია ურთერთობა თეა წულუკიანსა და პრემერს შორის და თუ კობახიძე მოახერხებს და მარადმწვანე მინისტრსაც ჩახსნის, შეუძლია კაბინეტს უკვე თავისი დაარქვას.

ასევე დაგაინტერესებთ