ვაშინგტონს საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე საქართველოში ხელისუფლების შეცვლა აქვს გადაწყვეტილი – რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური

ვაშინგტონს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა აქვს გადაწყვეტილი, – ამის შესახებ ინფორმაციას ს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაცია მიუთითებს ვაშინგტონის მტკიცე გადაწყვეტილებაზე, საქართველოში მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ქვეყანაში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ხელისუფლების ცვლილებას მიაღწიოს“, – აცხადებს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიურო.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ცნობით, -ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის მიზნით საინფორმაციო კამპანია უკვე შეიმუშავა.
ს ადმინისტრაციამ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის მიზნით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია უკვე შეიმუშავა“, – აღნიშნეს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში.
ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ